„TV პირველის" გადაცემა „რეაქციაში" საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან კობიაშვილმა 29 სექტემბერს დაგეგმილი საქველმოქმედო მატჩის შესახებ ისაუბრა. ლევან კობიაშვილმა ყურადღება გაამახვილა, თუ რას უკავშირდება დაგეგმილი მატჩი და რას ისახავს მიზნად. კერძოდ, კობიაშვილის თქმით, 29 სექტემბერს დინამო არენაზე სტუმრად ჩამოდიან მსოფლიოში ცნობილი ფეხბურთელები, რომლებიც საქველმოქმედო მატჩს ჩაატარებენ. მიღებული თანხა მოხმარდება ხანძრის შედეგად დაზარალებულ ბორჯომის ხეობას.
„ყველამ კარგად იცით, რა მდგომარეობა იყო ბორჯომის ხეობაში ზაფხულის პერიოდში.
სექტემბრის დასაწყისში ჩვენს ეროვნულ ნაკრებს ჰქონდა შეხვედრა ირლანდიასთან და მაშინ ვთქვით, რომ შემოსული თანხა მოხმარდებოდა ბორჯომის ხეობის აღდგენას.
აგრეთვე გაჩნდა იდეა, რომ გაგვეკეთებინა უფრო მასშტაბური თამაში და ჩამოგვეყვანა ყველასათვის ცნობილი ფეხბურთის ვარსკვლავები. და კიდევ ერთხელ მიგვეცა საშუალება გულშემატკივრებისთვის ენახათ ისინი მოედანზე", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.