„საქართველოს ახალგაზრდა ეროვნული ალიანსის" თავმჯდომარე გიორგი გაბედავა NDI-ის კვლევას უნდობლობას უცხადებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ აუცილებელია შეიქმნას „ჟურნალისტიკის ეთიკის შემსწავლელი კომისია", რომელიც ყოველთვიურად დადებს კვლევის სედეგებს და წლიურ მხოსენებას გააკეთებს საქართველოს პარლამენტში.
„NDI -ს კვლევები რომ იდება, შეიძლება ვინმემ აგვიხსნას რატომ უნდა ვენდოთ? ვისაც ვიცნობ, არც ერთი ადამიანი არ გამოუკითხავს NDI -ს... საინტერესო ის კი არ არის რატომ იტყუება NDI, საინტერესოა რატომ ენდობიან მედია-საშუალებები ამ "კვლევებს", ან რატომ აპელირებენ ჟურნალისტები ამ "კვლევებით". აი ეს არის საინტერესო, თორემ NDI, „ნაცმოძრაობის" და "ცენტრალური დაზვერვის" ინტერესების გამტარებელი რომ არის, ამაზე საუბარიც ზედმეტად მიმაჩნია.
ჩემი სუბიექტური აზრია, რომ უნდა შეიქმნას ნამდვილი და არა მიკერძოებული, "ჟურნალისტიკის ეთიკის შემსწავლელი კომისია", რომელიც ყოველთვიურად დადებს კვლევის შედეგებს და წლიურ მოხსენებას გააკეთებს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტში. ჟურნალისტობას იბრალებს უამრავი ადამიანი, რომელთაც შეხებაც არ ჰქონიათ ჟურნალისტიკის ფაკულტეტთან, ამიტომ ამავე კომისიამ უნდა გასცეს ცნობა, იმის შესახებ, რომ ადამიანი არის ჟურნალისტი და მას აქვს უფლება ეს სტატუსი ატაროს. უნდა იყოს გამოცდა საჭირო, რათა თავს ჟურნალისტი უწოდო. აი მაგალითად როგორც ადვოკატობისთვის საჭიროა გამოცდის ჩაბარება ასევე ჟურნალისტებისთვისაც არის საჭირო, რადგან ადვოკატებზე არანაკლებ საპასუხისმგებლო საქმეა ჟურნალისტობა!
მე პირადად უახლოეს მომავალში დავიწყებ მუშაობას ამ პროექტზე რათა შევიტანო საქართველოს პარლამენტში. ვისაც აქვს სურვილი მიიღოს მონაწილეობა ამ ინიციატივის განხორციელებაში, დამიკავშირდით. ჩემი აზრით აუცილებლად უნდა შეიქმნას ეს კომისია, რომელიც იქნება ხალხის მიერ არჩეული და ვერც მთავრობა და ვერც სხვა რაიმე ძალა ვერ ზემოქმედებდეს მასზე. მემგონი უმრალესობა ასევე ვაპირებ საჯარო განხილვის ჩატარებას ამ თემაზე და იმედი მაქვს მივალთ სწორ გადაწყვეტილებამდე!" - წერს გაბედავა.