logo_geo
eng_logo
ლევან კობიაშვილი: კახა კალაძე მოედანზე იქნება, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი
- +

23 სექტემბერი. 2017. 16:58

 


„TV პირველის" გადაცემა „რეაქციაში" საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან კობიაშვილმა 29 სექტემბერს დაგეგმილი საქველმოქმედო მატჩის შესახებ ისაუბრა. ლევან კობიაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა საფეხბურთო მატჩში კახა კალაძის როლსა და მის მონაწილეობაზე.


„კახა კალაძე მოედანზე იქნება, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე ტიტულოვანი ვარსკვლავი ფეხბურთელი. პირადად ჩემთვის წარმოუდგენელია, რამე მსგავსი ღონისძიება ჩატარდეს ჩვენს ქვეყანაში, რაც ეხება ფეხბურთის მატჩს და კახამ არ მიიღოს მონაწილეობა.

 

ეს არ არის პირველი შემთხვევა. ფეხბურთის ფედერაციამ ორი წელია მსგავსი ღონისძიებების გამართვა დაიწყო. მიხარია, რომ კახა კალაძე არის მისაბაძი ადამიანი, თუნდაც ამ კუთხით", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner