რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის განცხადებით, ხვალიდან ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობის პროცესში ოთხი ვერტმფრენი მიიღებს მონაწილეობას.
მინისტრის თქმით, დღეს სალიკვიდაციო სამუშაოში კიდევ ერთი ქართული ვერტმფრენი ჩაერთვება.
დღეს საღამოს 6 საათისთვის საქართველოში აზერბაიჯანისა და თურქეთის ავიაციაც ჩამოფრინდება, თუმცა ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოში ვერტმფრენები ხვალ გამთენიისას ჩაერთვებიან.