logo_geo
eng_logo
ზურაბ ალავიძე: მოსახლეობას საბედნიეროდ, არანაირი საფრთხე არ ემუქრება
- +

23 სექტემბერი. 2017. 18:07



რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის განცხადებით, დაბა წაღვერში, მთის ფერდობზე, არჯევანიძის ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის პროცესში აზერბაიჯანის ვერტმფრენი ჩაერთვება.


მისი თქმით, ხანძრის ჩაქრობის პროცესს ქარი ართულებს, რადგან ხშირად იცვლის მიმართულებას.


„მოსახლეობას საბედნიეროდ, არანაირი საფრთხე არ ემუქრება, საკმაოდ მოშორებითაა მოსახლეობისგან. ცოცხალი ძალა და ტექნიკა მუშაობს. იმედი გვაქვს, რომ საღამოს უკეთესი მდგომარეობა უნდა გვქონდეს. პლუს მეზობელი ქვეყნებიდან ვერტმფრენები გვეხმარებიან - აზერბაიჯანიდან უკვე წამოსულია და კიდევ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. ხვალ იმედი გვაქვს, რომ გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვექნება და ლოკალიზებას მოვახდენთ, თუკი რაიმემ ხელი არ შეგვიშალა, რადგან დამოკიდებულები ვართ მაინც ქარსა და ბუნებრივ პირობებზე", - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.


მისივე თქმით, აზერბაიჯანიდან ვერტმფრენი გზაშია. ის თბილისში 18:00 საათისთვის იქნება, თუმცა დღეს ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ჩართვას ვერ მოახერხებს.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner