გომბორის ქედის მიმდებარედ ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს.
ხანძრის შედეგად დამწვარია ხმელი ბალახი, ბუჩქნარი. სააგენტოს ცნობით, ტყის მასივი მთლიანად გადარჩენილია.
„მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, კერების პრევენციული დამუშავება. ადგილზე რჩება ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა, მუშაობენ მეხანძრე-მშველები", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.
გომბორის გადასასვლელთან ხანძარი დღეს გაჩნდა.