logo_geo
eng_logo
გომბორზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
- +

23 სექტემბერი. 2017. 20:55



გომბორის ქედის მიმდებარედ ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს.


ხანძრის შედეგად დამწვარია ხმელი ბალახი, ბუჩქნარი. სააგენტოს ცნობით, ტყის მასივი მთლიანად გადარჩენილია.

 

„მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, კერების პრევენციული დამუშავება. ადგილზე რჩება ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა, მუშაობენ მეხანძრე-მშველები", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.


გომბორის გადასასვლელთან ხანძარი დღეს გაჩნდა.














 

right_banner right_banner
არქივი
right_banner