სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოში წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილის ჩამობრძანებისას ბრძანა, რომ ხალხი დიდი მოწიწებით მიესალმება სამშობლოში წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილის დაბრუნებას.
„იმედით ვუყურებ თქვენს ჩამობრძანებას საქართველოში, თქვენი ლოცვით, იმედია, გამთლიანდება საქართველო, დამშვიდდება საქართველოს ეკლესია.
იმედია, რომ ჩვენი მომავალი იქნება კეთილი და მშვიდობიანი. გიხაროდეს ფრიად მშვენიერო, მოწამეთა შორის, გიხაროდეს ქეთევან დედოფალო, ბრწყინვალეო გვირგვინოსანთა შორის!" - ბრძანა პატრიარქმა.
ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილი ინდოეთიდან ჩამოაბრძანეს ინდოეთში საქართველოს ელჩმა, ავჭალის ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა გიორგი რაზმაძემ და სხვა პირებმა.