logo_geo
eng_logo
დეკანოზი გიორგი რაზმაძე: ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოშია, მთელ ერს ვულოცავ ამ დღეს
- +

23 სექტემბერი. 2017. 21:15



ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა გიორგი რაზმაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს ელჩს ინდოეთში,  რომელმაც 4 თვის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი საქართველოში ჩამოებრძანებინათ.

 

„400 წლის შემდეგ პირველად ჩამობრძანდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოში და ალბათ, მთელი ერისთვის სასწაულია. უზარმაზარი სამუშაო შესრულდა, დღეს უკვე აქ ვართ, მადლობა ღმერთს, მთელ ერს ვულოცავ ამ დღეს. წმინდა ნაწილი 6 თვე იქნება საქართველოში, შემდეგ, როგორც საუბარია, შესაძლოა კიდევ გაგრძელდეს. მთავარია, ამ 6 თვეს ღირსეულად მივიღოთ ქართველმა ერმა ეს სიწმინდე", - განაცხადა მამა გიორგიმ.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner