პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი უმრავლესობის წევრ კობა კობალაძის მისამართით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„კობა, დიდი მადლობა, რომ მოინახულე ჩვენი მოშიმშილეები. ყოველთვის მაქვს შენი იმედი. შენ ის მეგობარი ხარ, ვისაც ყველგან, ყოველგვარი განსაცდელისას და სიხარულისას დაეყრდნობი. შენ ის პარლამენტის წევრი ხარ, რომელიც მართლა ასრულებს პარლამენტის წევრის ფიცს. გაფასებთ ჩვენ. გვიყვარხარ ჩვენ. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა", - წერს ინაშვილი.