ძლიერი წვიმის სოფელ ქობულეთსა და კონდიდში მეწყერულ ზონაში 5 საცხოვრებელი სახლი მოექცა. ამ დროისთვის უცნობია სახლების დაზიანების ხარისხი.
ქობულეთის გამგეობის განმარტებით, სამაშველო მობილური ჯგუფები ადგილზე მოსახლეობის შეტყობინების შემდეგ გავიდნენ. მეწყერი ჩამოწვა სოფელ ქობულეთის ცენტრალურ გზაზეც. ამ დროისთვის სატრანსპორტო მოძრაობა აღდგენილია.