logo_geo
eng_logo
ბრაკონიერებმა ქარიშხალ „ირმასგან“ განადგურებული ზოოპარკიდან ცხოველები მოიპარეს
- +

24 სექტემბერი. 2017. 02:36



კარიბის ზღვაში, სენ-მარტენის კუნძულზე მძარცველებმა ქარიშხალ „ირმასგან" განადგურებული ზოოპარკიდან ათობით ცხოველი მოიპარეს.


ქარიშხლის შედეგად ბევრი ცხოველი გარდაიცვალა, ზოგიერთი კი ბრაკონიერებმა გაიტაცეს. ზოოპარკის თანამშრომლების თქმით, შიშისგან მოკვდა იშვიათი ხვლიკი, გალიიდან გაიქცა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯიშის თუთიყუში, რომელიც კაიმანმა შეჭამა. ალიგატორმა გადაყლაპა რამდენიმე კურდღელიც.


ადგილობრივები ცდილობენ კარიბის აუზის ყველაზე დიდი ზოოპარკის აღდგენას. დაახლოებით ასმა ოჯახმა ცხოველები საკუთარ სახლებში შეიფარა.


ზოოპარკში, რომელიც 1991 წელს გაიხსნა, 300-ზე მეტი ცხოველი იყო. ქარიშხალმა ის სრულად დაანგრია. თანამშრომლების თქმით, მისი აღდგენა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner