სიღნაღის მუნიციპალიტეტის დაბა წნორში ე.წ. ბროწლიანის დასახლებაში ხანძარი გაჩნდა. imedinews-ის ინფორმაციით, ცეცხლი ბალახსა და ბუჩქნარს მოედო და მისი გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს.
შემთხვევის ადგილზე სამი რაიონის სახანძრო ბრიგადები არიან მობილიზებულები. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.