ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ქვემო ხოდაშენში.
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, ყურძნის წარმომავლობასთან დაკავშირებული ცნობის გაცემის სანაცვლოდ, ერთ-ერთი მოქალაქისგან ქრთამის სახით 1000 ლარი აიღო.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9-წლამდე ვადით.