logo_geo
eng_logo
საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი დააკავა
- +

24 სექტემბერი. 2017. 16:05


ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ქვემო ხოდაშენში.


გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, ყურძნის წარმომავლობასთან დაკავშირებული ცნობის გაცემის სანაცვლოდ, ერთ-ერთი მოქალაქისგან  ქრთამის სახით 1000 ლარი აიღო.


გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9-წლამდე ვადით.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner