დღეს გერმანიაში უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს აირჩევენ. საარჩევნო უბნები გერმანიაში თბილისის დროით 20:00 საათზე დაიხურება.
პირველი ოფიციალური შედეგები 25 სექტემბერს გამოქვეყნდება. პირველი ოფიციალური წინასწარი შედეგები კი ორშაბათს, გამთენიისას გამოქვეყნდება.
სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, გერმანელების უმრავლესობა მხარს კანცლერ ანგელა მერკელის ბლოკს უჭერს. სავარაუდოდ მერკელს კანცლერის თანამდებობის მეოთხე ვადით დაკავება არ უნდა გაუჭირდეს.
რეიტინგებში მეორე ადგილზე არიან სოციალ-დემოკრატები, რომელთა ლიდერი ევროპარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე მარტინ შულცია.
ხმის მიცემის უფლება 61.5 მილიონ მოქალაქეს აქვს. დღის განმავლობაში იმუშავებს 73 000 საარჩევნო უბანი.
გერმანიაში საარჩევნო სისტემა შერეულია, ამიტომ თითოეული მოქალაქე ხმას სასურველ პარტიას და ასევე ერთმანდატიან ოლქში წარდგენილ კანდიდატს აძლევს.