თურქეთმა ერაყის ჩრდილოეთში ქურთი მებრძოლების იარაღის საწყობები დაბომბა. თურქეთს შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებით, ავიადარტყმები „ქურთისტანის მუშათა პარტიის" წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში განხორციელდა.
ერაყის ქურთისტანში დამოუკიდებლობის შესახებ დაგეგმილ რეფერენდუმამდე ერთი დღით ადრე, თურქეთის არმია ერაყის საზღვარზე პოზიციებს აძლიერებს. ოფიციალური ანკარა 25 სექტემბრისთვის დანიშნული კენჭისყრის გაუქმებას ითხოვს.
როგორც თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ განაცხადა, აღნიშნული რეფერენდუმის ჩატარებას სერიოზული შედეგები მოჰყვება.