logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: ჩემთვის ცხადია, რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის დაკანონებული ურთიერთობაა
- +

14 აპრილი. 2016. 14:06


ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ იმ კითხვის საპასუხოდ, თუ რამდენად მიზანშეწონილად მიიჩნევს იგი ქორწინების საკითხის კონსტიტუციაში განსაზღვრის მიზნით რეფერენდუმის ჩატარებას, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის დაკანონებული ურთიერთობაა და არანაირი რეფერენდუმი ამას არ სჭირდება.



ჩემთვის პირადად თავისთავად ცხადი რამეა, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის დაკანონებული ურთიერთობა. ეს პარლამენტის პრეროგატივაა, თუ ისინი ჩათლიან საჭიროდ, რომ ეს იმდენად საკამათო საკითხია, რომ რეფერენდუმი სჭირდება, ალბათ, პარლამენტის წევრები შეაფასებენ ამას. ჩემთვის ეს თავისთავად ცხადი რამ არის და არანაირი რეფერენდუმი ამას არ სჭირდება", - განაცხადა დავით სერგეენკომ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner