logo_geo
eng_logo
ელისო ჩაფიძე: მივმართავ დავით ბეჟუაშვილს
- +

20 თებერვალი. 2016. 15:31



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე აცხადებს, რომ ტყიბულში მაღაროების გაჩერება, თუნდაც 5 ან 10 დღით, ტყიბულის მოსახლეობისთვის არის ეკონომიკური და სოციალური კატასტროფა. „TV პირველის" ეთერში ინგა გრიგოლიას გადაცემაში საუბრისას ელისო ჩაფიძე ამბობს, რომ 2012 წელს, გაფიცვების დროს, როცა გიორგი კვირიკაშვილი ეკონომიკის მინისტრი იყო, სწორედ მისი დამხარებით მოხერხდა, იქ რამდენიმე ასეული ადამიანი არ დარჩა სამსახურის გარეშე. ჩაფიძე იმედს გამოთქვამს, რომ გიორგი კვირიკაშვილი მაღაროელთა პრობლემის მოგვარებას დღესაც შეძლებს:


„ამ  ადამიანებს სხვა შემოსავალი ნამდვილად არ გააჩნიათ. უმძიმეს შრომას ეწევიან. ყველა შეხვედრაზე ჩემთან 30 ადამიანამდე  მოდის, რომლებიც უბრალოდ ითხოვენ, მიწის ზედა სამუშაოებზე დასაქმებისთვის მაინც გავუწიო რეკომენდაცია. ეს გახლავთ 300, 400 მაქსიმუმ 500-ლარიანი სამსახური და ასე სიზიფეს ლოდივით წლების განმავლობაში უამრავი ხერხის საშუალებით ვცდილობ,  ამ ადამიანებს რეკომენდაცია გავუწიო, დავეხმარო, მაგრამ ამ საკითხების მოგვარება ასე მარტივად არ გამოდის.  არის რამდენიმე ადამიანი საქართველოს მთავრობაში, რომელთა იმედი ნამდვილად მაქვს. მაგრამ ხელისუფლება მეშახტეებსა და ინვესტორს შორის ურთიერთობაში  ვერ ჩაერევა და  ვერ დაავალდებულებს ბატონ დავით ბეჟუაშვილს.

 

დამიკავშირდნენ მეშახტეები, მათი მეუღლეები და მითხრეს, რომ იქნებ მოახერხოთ, ბატონი დავით ბეჟუაშვილი ჩამოიყვანოთო. მივმართავ მას, ძალიან ხშირად  ტყიბულშია, იცის იქ არსებული მდგომარეობა და დაელაპარაკოს ამ ადამიანებს. მართლა ძალიან მძიმე ვითარებაა და  დარწმუნებული ვარ, რომ გაჩერებული შახტები ტყიბულისთვის ეკონომიკურ კატასტროფას ნიშნავს.  ეს ადამიანების ვეღარ გადაიხდიან ბანკების ვალებს, მათი ოჯახის წევრები ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩებიან. ეს ძალიან რთული პრობლემაა და  ამ პრობლემის მოგვარება მარტო არ შემიძლია. ორი თვეა ამასთან დაკავშირებით ჩემი  პარტიის ხელმძღვანელობას და საპარლამენტო უმრავლესობას ვაფრთხილებ. ჰკითხეთ უმრავლესობის ნებისმიერ წევრს, ჩვენ მინუმუმ თვეში ერთხელ მაინც ვიკრიბებით, ფრაქციის ან უმრავლესობის ფორმატში. ბოლოს როდესაც ამ თემაზე გიორგი ვოლსკის ვესაუბრე, მითხარით რაიმე პოლიტიკური გადაწყვეტილება, რა შეიძლება ხალხს ვუთხრა-მეთქი,  მან მითხრა - დაწერე წერილი, რომ მივმართოთ ხადურს  10%-იან საშემოსავლო გადასახადზე (რაც ჩემი იდეაა), იქნებ ამაზე თანახმა იყოსო. ვფიქრობ, ეს  ადამიანის აბუჩად აგდებაა", - განაცხადა ჩაფიძემ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner