logo_geo
eng_logo
გიორგი ჩიქოვანი NDI-ს კვლევებზე: საინტერესოა, რა შეიცვალა 6 თვეში?
- +

14 აპრილი. 2016. 14:13


„ახალგაზრდული ცენტრი" საზოგადოებრივი აზრის მასშტაბურ კვლევას ჩაატარებს. როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ჩიქოვანი აცხადებს, კვლევის ჩასატარეებლად მოსამზადებელი ეტაპი მიმდინარე თვის ბოლომდე დასრულდება, ხოლო მაისში საქართველოს მასშტაბით საზოგადოებრი აზრის კვლევა დაიწყება.



NDI -ს კვლევები ბუნდოვანებით გამოირჩევა და მასში ცდომილება საკმაოდ დიდია. ორგანიზაციას, რომელსაც აქვს პრეტენზია იყოს პირველი და სერიოზული იმიჯის მქონე ორგანიზაცია, კვლევებში  40 %-იანი ცდომილება აქვს. 5 %-იანი ცდომილება ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ 40 %-სა და 5 %-ს შორის განსხავავება დიდია. გუშინ გამოქვეყნებული შედეგები კი ბევრ შეკითხვას აჩენს და ძალზედ ბუნდოვანია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ  2015 წლის აგვისტოში ჩატარებული კვლევა ძალიან განსხვავდება  გუშინ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებისგან. საინტერესოა, რა შეიცვალა ამ 6 თვეში?

 

 

ამიტომ საზოგადოების რეალური განწყობების გამოსავლენად, ჩვენი ორგანიზაცია გეგმავს,  საზოგადოებრივი აზრის კვლევას, რომელსაც ჩაატარებენ პროფესიონალი სოციოლოგები. მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოების გამოკითხვას დავიწყებთ მაისში, და კვლევის დასრულების შემდეგ გამოვავლენთ NDI-სგან განსხვავებულ სხვა რეალობას", - განაცხადა ჩიქოვანმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner