საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტებმა დავით გარეჯის უდაბნოში, წმ. დავითის ლავრაში მიმდინარე წინასარეაბილიტაციო არქეოლოგიური სამუშაოებისას, შუა საუკუნეების დროინდელ სპილენძის სამონასტრო ჭურჭლის უნიკალურ კოლექციას მიაკვლიეს. სპილენძის ჭურჭელი თითქმის დაუზიანებლად არის შემორჩენილი.
აღმოჩენის შესახებ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ნოდარ ბახტაძე ავრცელებს.
არსებული ვარაუდით, სატრაპეზოს კუთვნილი ეს განძი მონასტრის საძმოს წევრებმა საქართველოს ამ მხარეში მე-17 საუკუნის დასაწყისში, ირანელი დამპყრობლების ლაშქრობის დროს გადამალეს.
ამ დროისათვის მიმდინარეობს ტერიტორიის კვლევისა და აღმოჩენილი არტეფაქტების კვლევის პროცესი.