ვულკან აგუნგის ამოფრქვევის საფრთხის გამო, ინდონეზიის კუნძულ ბალიდან 34 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს.
ხელისუფლებამ განგაშის მეოთხე, ყველაზე მაღალი დონე გამოაცხადა. საცხოვრებლებს ვულკანიდან 9 კილომეტრის რადიუსში მცხოვრები ყველა მოქალაქე ტოვებს.
ამ დროისთვის ვულკანის კრატერიდან თეთრი კვამლი ამოდის.
23 სექტემბერს რამდენიმე ასეული მიწისქვეშა ბიძგიც დაფიქსირდა. უკანასკნელად აგუნგი 1963-64 წლებში ამოიფრქვა, რასაც ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.