თბილისში, რუსთაველის გამზირზე ოთხი ადამიანი დანით დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. შემთხვევა ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. ერთი დაჭრილის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ოთხივე პირი რესტორანში ქორწილში იმყოფებოდა.
დეტალების დასაზუსტებლად პირველი არხი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც მომხდარის შესახებ ინფორმაციას ამოწმებენ.