შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ამ დროისთვის წაღვერში ღია კერები აღარ არსებობს. მერაბ მალანიას თქმით, მეხანძრეები სალიკვიდაციო სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებენ. შს მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, დილით მუშაობას ერთი ქართული, ერთი აზერბაიჯანული და ორი თურქული ვერტმფრენები განაახლებენ.
„მიმდინარეობს გამოძიება და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. ამ დროისთვის კი ღია კერები აღარ არსებობს. სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება და მეხანძრეები მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებენ დღესაც. რაც შეეხება ავიაციას, ხვალ დილიდან სამუშაოებს ორი თურქული ვერტმფრენიც შემოუერთდება", - განაცხადა მერაბ მალანიამ.