logo_geo
eng_logo
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ოლიმპიადიდან გაძევება მოითხოვა
- +

25 სექტემბერი. 2017. 01:15


ამერიკის შეერთებული შტატების ანტისადოპინგო სააგენტოს პრეზიდენტმა ტრევის ტაიგერტმა მოუწოდა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტსა და მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს, ჩამოაშოროს რუსეთის ოლიმპიური ნაკრები პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიადას.


„მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ უნდა გააკეთოს იგივე, რაც რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის წინ გააკეთა. ყველა უნდა გამოვიდეს ოლიმპიადიდან რუსეთის სრულად მოკვეთის წინადადებით სახელმწიფო დოპინგ-პროგრამის გამო. პიონჩანგში რუსები მხოლოდ ნეიტრალური დროშის ქვეშ უნდა გამოვიდნენ, თანაც მხოლოდ ისინი, რომლებიც დაამტკიცებენ, რომ "სუფთები" არიან.

ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება აღიქმება, როგორც დამნაშავის ციხიდან გამოშვება და ეს იქნება საშინელი მინიშნება სხვებისთვის. იმისთვის, რომ მოიგო, დოპინგის მიღება საკმარისია", - განაცხადა ტაიგერტმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner