logo_geo
eng_logo
ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერი ამომრჩევლებს მადლობას მაჰათმა განდის ციტატით უხდის
- +

25 სექტემბერი. 2017. 01:18


ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის" ლიდერი ფრაუკე პეტრი ამომრჩევლებს მადლობას მაჰათმა განდის ციტატით უხდის. ამის შესახებ პეტი twitter-ზე წერს.


„თავდაპირველად ისინი შენ ვერ გამჩნევენ, შემდეგ დაგცინიან, შემდეგ გებრძვიან,ბოლოს კი შენ იმარჯვებ", - წერს ფრაუკე პეტრი.


შეგახსენებთ, რომ 24 სექტემბერს გერმანიაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ეგზიტპოლების მიხედვით, პარტიამ "ალტერნატივა გერმანიისთვის" 13 პროცენტი მიიღო. ეს პირველი შემთხვევაა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ბუნდესტაგში ულტრამემარჯვენეები მოხვდნენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner