logo_geo
eng_logo
ანგელა მერკელი: ჩვენ უკეთეს შედეგს ველოდით, თუმცა...
- +

25 სექტემბერი. 2017. 02:16


„რა თქმა უნდა, ჩვენ უკეთეს შედეგს ველოდით, ეს ცხადია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არჩევნები არ იყო მარტივი", - ამ სიტყვებით მიმართა ამომრჩევლებს ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა  ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ.


„მე ვზეიმობ თქვენთან ერთად, რომ შევძელით მიგვეღწია ჩვენი კამპანიის სტრატეგიული მიზნისთვის. ჩვენ გავხდით ფრაქციის მთავარი პოლიტიკური ძალა, ჩვენ გვეკუთვნის მთავრობის ფორმირების მანდატი.

 

მინდა მადლობა გადავუხადო ამომრჩევლებს, რომლებმაც ნდობა გამოგვიცხადეს და ყველას, ვინც გვეხმარებოდა. ყველას ძალიან დიდი მადლობა. ასევე მინდა დავამატო, რომ ასეთი დიდი პასუხისმგებლობის შემდეგ, რომელიც ამ წლების განმავლობაში ხელისუფლებაში ყოფნისას გვეკისრა, მარტივი არ იყო უმრავლესობის მოპოვება", - აცხადებს ანგელა მერკელი, რომელიც არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, კანცლერის პოსტს უკვე მეოთხე ვადით დაიკავებს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner