საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში სიმინდის ყანაში გადაღებულ საკუთარ ფოტოს აქვეყნებს სათაურით - „შემოდგომა უკრაინაში." ფოტოს არაერთი კომენტარი მოყვა:
„ჩამოდი კაცო, სახლში, რა დროს მაგათი სიმინდია."
„სულ მეგონა, რომ სიმინდის ყანაში დაფუსფუსებდნენ მხოლოდ ფერმერები ან ტახები და უცბად..."
„ყოფილი პრეზიდენტი სიმინდის ყანაში იმალება.... როგორ დაგენგრათ კარიერა!"
„ცნობილი უკრაინული გამოთქმა გამახსენდა: გამოვიდა გვამი სასიმინდედან..."
„აი თურმე როგორ აპირებდა საზღვარზე შემოპარვას" - წერენ ქართველი და უცხოელი
მომხმარებლები FaceBook-ზე.