წაღვერში ხანძრის ქრობის პროცესი ავიაციამ დილიდან განაახლა. ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებზე ორი ქართული და ერთი აზერბაიჯანული ვერტმფრენი მუშაობს. უახლოეს წუთებში ცეცხლის ქრობის პროცესში ორი თურქული ვერტმფრენიც ჩაერთვება, რომელიც საქართველოში გუშინ ჩამოფრინდა.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდნენ ადგილზე მობილიზებული მეხანძრე-მაშველები. ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკაც.