ინდოეთის შტატ ჯარკჰანდში ფოიერვერკების მწარმოებელ არალეგალურ ფაბრიკაში ხანძრის შედეგად სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა.
შემთხვევა კვირას დასახლებული პუნქტის ერთ-ერთ სახლში მოხდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას პიროტექნიკის არალეგალური წარმოება ჰქონდა.
ხანძრის შედეგად შენობის ნაწილი ჩამოინგრა.
ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.