logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: მოვუწოდებთ პრემიერს, მიმართოს პრეზიდენტს რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით
- +

14 აპრილი. 2016. 15:24


საინიციატივო ჯგუფმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა განცხადებით, დაისვას სარეფერენდუმო კითხვა შემდეგი რედაქციით: თანახმა ხართ თუ არა კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება, რომ ქორწინება წარმოადგენს ოჯახის შექმნის მიზნით კავშირს ქალსა და მამაკაცს შორის. როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრმა, „ეროვნულების" ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში განაცხადა, საქართველოს პარლამენტმა ვერ მოახერხა საკონსტიტუციო ცვლილებისთვის 113 ხმის მოგროვება.


 

საკონსტიტუციო შესწორების  ინციატორებმა თავის დროზე გავითვალისწინეთ პარლამენტის ხელმძღვანელობის თხოვნა, უარი ვთქვით რეფერენდუმის თემის რეალიზაციაზე  იმ გარანტიით, რომ პარლამენტი მიიღებდა ამ შესწორებას. სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა, ამიტომ იძულებული ვართ, მოვითხოვოთ რეფერენდუმი და ეს კითხვა დაისვას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

 

 

მეორე გზა არსებობს საკონსტიტუციო ცვლილებისთვის - საქართველოს მთავრობას შეუძლია თავად შევიდეს პრეზიდენტთან ინიციატივით, დანიშნოს რეფერენდუმი ამ საკითხზე. აღნიშნული ქმედება ბევრად ამარტივებს სარეფერენდუმო მოთხოვნებსა და პროცედურებს, აგრეთვე მოითხოვს ბევრად მცირე დროს. დღეს ოფიციალური წერილით მივმართეთ გიორგი კვირიკაშვილს და მოვუწოდეთ მას შევიდეს პრეზიდენტთან აღნიშნული ინიციატივით", - განაცახდა ბრეგაძემ.

 


მისი თქმით, თუ პრეზიდენტი უარს იტყვის რეფერენდუმის დანიშვნაზე, მისი გადაყენების მოთხოვნით საპროტესტო აქციები დაიწყება.


„თუ პრეზიდენტი უარს იტყვის, ამ ქმედებით ის უგულებელყოფს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას. მაშინ ჩვენ დავიწყებთ საპროტესტო აქციებს, რომლის მთავარი მოთხოვნა იქნება გიორგი მარველაშვილის გადაყენება, რადგან იგი არ შეასრულებს მოსახლეობის ნებას. უახლოეს დღეებში ცნობილი გახდება როგორც პრეზიდენტის, ასევე მთავრობის პასუხი. თუ უარი ითქვა, ჩვენ დავიწყებთ აქციებს და პარალელურად 200 000 ხელმოწერის შეგროვებას რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით", - განაცხადა ბრეგაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner