logo_geo
eng_logo
ასპინძის გამგებლის გადაცდომებს ახალციხის რაიონული სასამართლო შეისწავლის
- +

25 სექტემბერი. 2017. 13:08



მიმდინარე წლის 21 სექტემბერს, ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიამ განიხილა „მრავალეროვანი საქართველოს" განცხადება ასპინძის გამგებლის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების ფაქტზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ა/წ 30 აგვისტოს.


ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიამ დაადგინა, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელის ლევან ცაბაძის მხრიდან, გამოყენებულ იქნა თანამდებობრივი მდგომარეობა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 49-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 88-ე მუხლით.


საქმის მასალები 22 სექტემბერს გადაიგზავნა ახალციხის რაიონულ სასამართლოში შემდგომი რეაგირების მიზნით.


საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო ახორციელებს წინასაარჩევნო და არჩევნების დღის მონიტორინგს ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონებსა და თბილისში.


სამონიტორინგო პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვის (NED), ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს" (OSGF) და საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner