logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: თბილისი არცერთ სხვა ქალაქს არ ჰგავს...
- +

25 სექტემბერი. 2017. 14:38



„ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ „პრაიმტაიმთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი, როგორ ნებისმიერი თბილისელის ოცნებაა, თბილისს იცნობდნენ, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ საინტერესო ქალაქს.

 

„თბილისის უნიკალურობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ის თვითმყოფადია და არცერთ სხვა ქალაქს არ ჰგავს. მასში ევროპული გავლენაც იგრძნობა და აზიურიც, ძალიან მრავალფეროვანია, შეიძლება ყველამ იპოვოს ამ ქალაქში რაღაც, მისი კულტურისთვის უფრო ახლობელი, მაგრამ ის, მიუხედავად ამისა, თბილისად რჩება და არასოდეს გახდება სხვა ქალაქების მსგავსი. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ მაგალითი უნდა ავიღოთ ძლიერი და მდიდარი ევროპული ქალაქებისგან - გავუფრთხილდეთ ისტორიას, ეკოლოგიას, არქიტექტურას, მოვაწესრიგოთ მოძრაობა, გავზარდოთ ჩვენი ქალაქისა და მოქალაქეების შემოსავლები.

 

ცხადია, ჩემიც და ნებისმიერი თბილისელის ოცნებაც არის ის, რომ თბილისს იცნობდნენ, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და ლამაზ დედაქალაქს", - განაცხადა კალაძემ.








 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner