logo_geo
eng_logo
პროკურორებმა და გამომძიებლებმა სამართლებრივი დახმარებისა და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევის თემაზე გადამზადება გაიარეს
- +

25 სექტემბერი. 2017. 14:41



საქართველოს მთავარ პროკურატურაში პროკურორებისა და გამომძიებლებისთვის სამართლებრივი დახმარების მოთხოვნის შემუშავებისა და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევის თემაზე ტრენინგი ჩატარდა. პროექტი აშშ-ს საელჩოსა და გამოძიების ფედერალურ ბიუროს (FBI) მხარდაჭერით განხორციელდა. სასწავლო კურსი,  საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა კეტლინ კენინგმა გახსნეს.


საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები, სისხლის სამართლის სფეროში  ეფექტურ საერთაშორისო თანამშრომლობას ახორციელებენ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ქართველი პროკურორები და გამომძიებლები მუდმივად იყვნენ ინფორმირებულნი იმ სახელმძღვანელო პრინციპების, საკომუნიკაციო არხებისა და საკანონმდებლო ნორმების შესახებ, რომლებიც აშშ-სთან სამართლებრივი ურთიერთდახმარების, დანაშაულებრივად მოპოვებული ქონების ამოღებისა და ელექტრონული მტკიცებულებათა გაცვლის საკითხებს უკავშირდება. 


აღნიშნული ტრენინგის გავლის შედეგად, საქართველოს სახელმწიფო უწყებების სპეციალიზებული თანამშრომლები აშშ-,ს წარმატებულ პრაქტიკასა და გამოცდილებას გაეცნენ. ტრენინგი ერთობლივ ხასიათს ატარებდა და მასში პროკურატურის სისტემის წარმომადგენლებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებიც მონაწილეობდნენ. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძემ და  აშშ-,ს საელჩოს წარმომადგენელმა კეტლინ კენინგმა ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner