logo_geo
eng_logo
მაია ენუქიძე: მაგ საცოდავს ურჩევნია, დაასვენოს სანდროს და ირინას სულები, თორემ პირადად გავუსწორდები!
- +

25 სექტემბერი. 2017. 15:16



რამდენიმე დღის წინ დათა ახალაიას ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა „ფეისბუქით" სანდრო გირგვლიანის ცხედრის ფოტოები გაავრცელა და დაწერა, რომ გირგვილიანი სიკვდილის შემდეგ არის ნაწამები, რასაც მოწმობს დაზიანებები მის სხეულზე. მის ამ განცხადებას „კვირის პალიტრასთან" სანდრო გირგვლიანის დეიდა მაია ენუქიძე გამოეხმაურა.

 

„რომ ამბობს, გარდაცვალების შემდეგ აქვს დაზიანებები მიყენებულიო, ვინ აწამა სანდრო ტყეში, მგლებმა თუ ტურებმა? ზაქარეიშვილი ახალაიას ადვოკატია და სხვას რას იტყვის? ეგ დეგრადირებული ტვინის პატრონია. მოკლული სანდროს ფოტოები რომ გამოფინა, აქვს ამის უფლება? მაგ საცოდავს ურჩევნია, დაასვენოს სანდროს და ირინას სულები, თორემ პირადად გავუსწორდები და იმ ჯარიმას, რაც იქნება, როგორმე გადავიხდი. სასწრაფოდ შეწყვიტოს სანდროს ფოტოების გამოფენა! რას ნიშნავს, მერე აწამეს! და ვინ აწამა -18 გრადუსში, პასუხი თუ აქვს? იმედი მაქვს, ამ ძალად ადვოკატს მოსამართლე და პროკურორი გასცემენ პასუხს. თავის დროზე რამდენი ექსპერტიზა ჩატარდა და ახლა დაადგინა სიმართლე?! ალბათ, ძალიან დიდი ფული აქვს აღებული და როგორმე უნდა, დამნაშავე გაამართლოს. მოასვენოს გარდაცვლილთა სულები! აღარ ვნახო, კიდევ გამოფინოს ფოტოები, თორემ ვუჩივლებ!

 

ეს ფოტოები ექსპერტებმა კი არა, არაპროფესიონალებმაც რომ ნახონ, რა დიდი მიხვედრა უნდა, რომ ეს კაცი ფანტაზიორობს. წელიწადში ერთხელ ამოიდგამს ხოლმე იმ გველის ენას და ახალაიებს და „ნაცხროვას" ამართლებს", - ამბობს მაია ენუქიძე.











 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner