logo_geo
eng_logo
23 სექტემბერს ღამით ახმეტაში სეტყვასაშიში პროცესი განეიტრალდა
- +

25 სექტემბერი. 2017. 15:21



„დელტას" სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის საშუალებით კახეთის რეგიონში, ახმეტის რაიონში, სამხრეთ-დასავლეთიდან შემოსული სეტყვასაშიში ღრუბლის მასები განეიტრალდა, რისთვისაც 20-მდე სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტა იქნა გასროლილი.


23 სექტემბერს ღამით „დელტას" სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ დაფიქსირდა ახმეტის რაიონში შემომავალი ფრონტალური და შიდამასიური სეტყვასაშიში ღრუბლის მასები. სეტყვის მოსვლის ალბათობამ შეადგინა 80 %, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომამ კი 20 მმ.


22:00 საათიდან 23:00 საათამდე ახმეტის რაიონის თავზე, 300 კვარდატული კილომეტრის ფართობის მქონე ღრუბლის მასები სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტებით ეტაპობრივად დამუშავდა. გასროლილი იქნა 20-მდე ერთეული რაკეტა. ზემოქმედების შედეგად ნალექი ინტენსიური წვიმის სახით ჩამოიშალა.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner