logo_geo
eng_logo
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე თბილისში რამდენიმე უსახელო ქუჩას ახალი სახელები დაერქვა
- +

14 აპრილი. 2016. 15:32


დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში  სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის წევრებმა თბილისში რამდენიმე უსახელო ქუჩისთვის სახელის მინიჭების თაობაზე იმსჯელეს და დადებითად შეაფასეს.


სხვა საკითხებთან ერთად, კომისიის წევრებმა   თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ლარსის ქუჩის შესახვევისთვის კინორეჟისორის რეზო ჩხეიძისა და   მთაწმინდის რაიონში, იაკობ ნიკოლაძის ქუჩის I ჩიხისთვის საზოგადო მოღვაწის კოტე მახარაძის სახელების მინიჭებას დაუჭირეს მხარი.


დღესვე სხდომაზე  წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა ვაკის რაიონში, სოფელ კვესეთში მდებარე უსახელო ქუჩებისთვის და უსახელო ჩიხისთვის, საბურთალოს რაიონში, ძველი ვეძისის დასახლებაში მდებარე უსახელო ქუჩებისთვის მათთან არსებული შესახვევისთვის, ჩიხებისთვის და გასასვლელისთვის და ასევე  ქ.თბილისში, ვაკის რაიონში, სოფელ აგარაკში მდებარე უსახელო ქუჩებისთვის მათთან არსებული ჩიხებისთვის და გასასვლელებისთვის 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა სახელების მინიჭების საკითხებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.


ასევე დადებითად შეფასდა საკითხები- თბილისში, ისნის რაიონში, ივანე როსტომაშვილის ქუჩისთვის არტილერისტი, გენერალ-ლეიტენანტი გალაქტიონ ალფაიძის,  სამგორის რაიონში, ევროპის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, მასთან არსებული I შესახვევისთვის და I ჩიხისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლი სერგო გუჯეჯიანის, ხოლო ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას III კვარტალში მდებარე უსახელო სკვერისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლი ნუკრი დოლიაშვილის სახელების მინიჭების თაობაზეც.


დღესვე დეპუტატებმა თბილისში, გლდანის რაიონში, კალოუბნის ქუჩასთან არსებული უსახელო გასასვლელისთვის, ნაძალადევის რაიონში, მარიამ ივანიშვილი-დემურიას ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის, მთაწმინდის რაიონში, მერაბ კოსტავას ქუჩის I გასასვლელისთვის, ასევე ვაკის რაიონში, სანდრო ეულის ქუჩასთან არსებული I და II შესახვევებისთვის,  შესაბამისად, კალოუბნის I გასასვლელის,  მარიამ ივანიშვილი-დემურიას,  სპორტულ ტანვარჯიშში პირველი ოლიმპიური ჩემპიონის, დამსახურებული მწვრთნელის მედეა (მზია) ჯუღელისა და სანდრო ეულის სახელების მინიჭებას დაუჭირეს მხარი.


წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს წევრები საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განიხილავენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner