logo_geo
eng_logo
ამპუტანტ ფეხბურთელთა ტურნირი დაიწყო
- +

25 სექტემბერი. 2017. 16:54



„იმედის" მუნიციპალურ სტადიონზე აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ამპუტანტ ფეხბურთელთა ტურნირის გახსნის ცერემონია გაიმართა. ტურნირის პირველ მატჩში ერთმანეთს თბილისის „თბილისი" და გორის „დილა" შეხვდნენ.


გახსნის ცერემონიას  დაესწრო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე უწყების თანამშრომლებთან ერთად.


შეჯიბრებაში ექვსი გუნდი მონაწილეობს: თბილისის „თბილისი", ზუგდიდის „ოდიში", ბათუმის „დინამო", ზესტაფონის „მარგვეთი", გორის „დილა" და გორის „ლიბერთი". ტურნირის ორგანიზატორები არიან ვეტერანების საქმეთა სახელწიფო სამსახური, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, აფხაზეთის მთავრობა და საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ასოციაცია.


 ოქტომბერში საქართველოს ნაკრები  ევროპის ამპუტანტ ფეხბურთელთა  ჩემპიონატში იასპარეზებს, რომელიც 1-10 ოქტომბერს თურქეთის ქალაქ რივაში გაიმართება. საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრები ჩემპიონატის მონაწილე 6 გუნდისგან ჩამოყალიბდა. ევროპის ჩემპიონატზე, ქვეჯგუფში საქართველოს ნაკრები შემდგომ ეტაპზე გასასვლელად ესპანეთის, გერმანიისა და ბელგიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.







 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner