logo_geo
eng_logo
მერაბ მალანია: ბორჯომის ხეობაში დაკვამლიანება მხოლოდ ერთ ადგილზეა
- +

25 სექტემბერი. 2017. 17:32



შს მინისტრის მოადგილის მერაბ მალანიას განცხადებით, ბორჯომის ხეობაში დაკვამლიანება მხოლოდ ერთ ადგილზეა, რომელიც ცოცხალი ძალისთვის მიუვალია და მის ჩაქრობაზე ვერტმფრენები მუშაობენ.


მისივე თქმით, ხანძრის ლოკალიზებაზე შსს-ს 570 თანამშრომელი მუშაობს. მინისტრის მოადგილე ვარაუდობს, რომ ხანძრის ლოკალიზება დღის ბოლოს მოხდება.


„ერთ ადგილზეა მხოლოდ დაკვამლიანება. რთულად მისადგომი ტერიტორიაა და აქედან გამომდინარე, ვერტმფრენებით ვამუშავებთ იმ ადგილს. პერსპექტივა კარგია და სავარაუდოდ, დღის ბოლომდე ჩავაქრობთ. დანარჩენ ტერიტორიაზე ცოცხალი ძალაა გაშლილი და მიმდინარეობს ნიადაგის დამუშავება, რათა ხანძარი არ გაღვივდეს", - განაცხადა მერაბ მალანიამ.












 

right_banner right_banner
არქივი
right_banner