logo_geo
eng_logo
პაატა გულიაშვილი: არხი დაეცალა გვარამიას...
- +

25 სექტემბერი. 2017. 17:57



მსახიობმა პაატა გულიაშვილმა „რუსთავი 2" დატოვა. როგორც „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში თავად აღნიშნა, ეს მისი ინიციატივით არ მომხდარა.

 

„შემოთავაზებები მაქვს. ჯერჯერობით ვისვენებ. 8 წლის განმავლობაში იმდენჯერ მომიწია სისხამ დილით ადგომა, ცოტა ხანს თავს უფლებას ვაძლევ, გამოვიძინო, დილის ძილი შევირგო... რაც შეეხება „რუსთავი 2"-ის დატოვებას, ეს ჩემი ინიციატივა არ ყოფილა. მე მითხრეს, რომ ამერიკელ პროდიუსერს აღარ სჭირდება ანეკდოტები „დილაში", „კომედი  არხზე" აღარ იქნება სერიალი და დაიხურა „ფანოღი". ტყუილად ხომ არ დავრჩებოდი. ეს იყო და ეს.

 

სამი ტელეკომპანიიდან მაქვს შემოთავაზება. ჯერჯერობით ამაზე ლაპარაკი არ მინდა. რადგან ჯერ არაფერი გადამიწყვეტია. როცა საბოლოოდ მეცოდინება, რას და სად ვიწყებ, აუცილებლად მოგცემთ ექსკლუზივს. გადაწყვეტილების მიღების მომენტში გავითვალისწინებ ანაზღაურებას და შემდგომ შემოთავაზებას. როგორც იცით, მე თელავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვარ და მინდა თეატრისთვის დიდი დრო დამრჩეს", - განაცხადა გულიაშვილმა.

 

პაატა გულიაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში „რუსთავი 2"-დან გამოშვების მიზეზად ბიძინა ივანიშვილთან გადაღებულ ფოტოს ასახელებდა, თუმცა „პრაიმტაიმთან" საუბარში ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

 

„ამ თემის გაშლას აღარ ვაპირებ. რაც ვთქვი, ვთქვი. უბრალოდ, გავიმეორებ, რომ ტელევიზიიდან ჩემი გამოშვების მიზეზი, სანამ ცოცხალი ვიქნები, ის მეგონება, რასაც იქ ვწერდი. არავინ არასდროს არ გეტყვის, რომ ასეა. ყველა ფიქრობს, რომ სიმართლე მის მხარესაა. იყოს, როგორც არის, ფაქტი ერთია - არხი დაეცალა გვარამიას", - განაცხადა პაატა გულიაშვილმა.









 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner