logo_geo
eng_logo
„ქართული მისია“: ჩვენი მიზანია საზოგადეობის გამოღვიძება!
- +

14 აპრილი. 2016. 15:34


17 აპრილს, ვერის საკალათბურთო დარბაზში, 14:00 საათზე, საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მისია" ღონისძიებას გამართავს. ორგანიზაციის წევრებმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე შეხვედრის მიზნებზე ისაუბრეს და საზოგადოებას დასწრებისკენ მოუწოდეს.



„ჩვენი მიზანია საზოგადეობის გამოღვიძება, რადგან ცხოვრება ისე მიდის, არც საზოგადოებრივ და არც პოლიტიკურ პროცესებში საზოგადოება მონაწილებას არ იღებს. პოლიტიკოსებს ვჭირდებით მხოლოდ არჩევნებისთვის, ისინი კი ჩვენი დაქირავებული ადამიანები არიან. ძირითადი მესიჯი ჩვენი იქნება, რომ გაიზარდოს საზოგადოების ჩართულობა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. ხალხი უნდა იყოს განმსაზღვრელი იმ პროცესების, სადაც ცხოვრობს", - განაცხადა „ქართული მისიის" თავმჯდომარემ გია კორკოტაშვილმა.




„საზოგადოება უნდა გააქტიურდეს და ყველა იმ პრობლემის გადაწყვეტაში უნდა მიიღოს მონაწილოება, რის წინაშეც ის დღეს დგას. დღევანდელობის მიმართ თითოეული ჩვენთაგანის დამოკიდებულება არ უნდა იყოს გულგრილი. ძალაუფლების წყარო არის ხალხი, ამიტომ ხალხი უფრო ფართოდ უნდა ჩაერთოს ქვეყნის მართვაში", - განაცხადა „ქართული მისიის" წევრმა, ვეტერანთა მოძრაობის თავმჯდომარემ გია ბერძენიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner