logo_geo
eng_logo
სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- +

25 სექტემბერი. 2017. 17:59



ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, წარსულში ნასამართლევი ა.ხ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 27 დეკემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე ზ.ღ. მივიდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში მცხოვრებ ა.ხ.-სთან,  სადაც მოუვიდათ ურთიერთშელაპარაკება. შელაპარაკების დროს ზ.ღ.-მ ხელი გაარტყა ა.ხ.-ს სახის არეში. აღნიშნულით განაწყენებულმა ა.ხ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით ზ.ღ.-ს გულმკერდის არეში  დანა  დაარტყა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ზ.ღ. ადგილზე გარდაიცვალა.


სამართალდამცველებმა ა.ხ. 2016 წლის 29 დეკემბერს ქალაქ ოზურგეთში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის  108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა.


ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ა.ხ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner