ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების" პროპორციული სიის მე-9 ნომერთან ლევან ჯაფარიძესთან დაკავშირებით შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ლევანი არის საამაყო ქართველი!!!... ძალიან პრინციპული და ბოლომდე მებრძოლი!!! ის შემდგარი პოლიტიკოსია! თავისი შინაგანი მრწამსით და მიზნებით!
ნაცების დროს ქრთამზე დაგიჭერდნენ თუ გვირაბის გათხრაზე, არავინ იცოდა... მთავარია, ზუსტად უნდა გცოდნოდა, რომ დაგიჭერდნენ... ისინი ქართველობას არავის პატიობდნენ!!!
ჰოდა, არც აპატიეს!
ახლა, ლევანს ეს ანტიკამპანია „შინაურებმა" აუგორეს...
ვიცი, ეცინება, ალბათ, მავანის ამ უსუსურობაზე.
მე კი, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ მართლა მაგარია და ამიტომაც ეშინიათ მისი წინსვლის!!!
წარმატებები, ჩემი ქვეყნისთვის საიმედო ადამიანო!!!" - წერს ხოფერია.