logo_geo
eng_logo
მერაბ ჭანუყვაძემ არჩილ ყაზაიშვილთან ერთად ვაკიჯვარი-ფამფალეთი-მთისპირის საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა
- +

25 სექტემბერი. 2017. 18:19



გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელთან არჩილ ყაზაიშვილთან ერთად  ვაკიჯვარი-ფამფალეთი-მთისპირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.


4 865 მ სიგრძის შიდა სასოფლო  გზის რეაბილიტაცია გასულ წელს დაიწყო. პროექტი 3-ეტაპიანია. მიმდინარეობს სამუშაოების მე-2 ეტაპი.


 სამშენებლო სამუშაოები ფინანსდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.


„ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დავიწყეთ ვაკიჯვარი-ფამფალეთი-მთისპირის დამაკავშირებელი  გზის რეაბილიტაცია. ამ სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობას მრავალი წლის განმავლობაში უწევდა არაკომფორტულ პირობებში გადაადგილება. გზა კეთდება კაპიტალურად. პროექტით გათვალისწინებულია სანიაღვრე არხებისა და მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებთან გადასასვლელების მოწყობა. სამუშაოებზე 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯება",- აღნიშნა გუბერნატორმა.


ვაკიჯვარი-ფამფალეთი-მთისპირის დამაკავშირებელი გზის სრული რეაბილიტაცია მომავალ წელს დასრულდება.


სამუშაოებს  სამშენებლო კომპანია შპს „გზები და კეთილმოწყობა" ახორციელებს.





 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner