logo_geo
eng_logo
მამა თეოდორე გიგნაძე: სასულიერო პირი რომ გახდე, ძალიან რთული გზა უნდა გაიარო და რაღაცეებზე უარი თქვა
- +

25 სექტემბერი. 2017. 19:16


 

ხშირად ხდება, რომ ჯვრისწერაზე და ნათლობაზე ზოგიერთი სასულიერო პირი კონკრეტულ თანხას ითხოვს - ჰქონია თუ არა მამა თეოდორეს მსგავსი შემთხვევა, ითვლება თუ არა ეს ცოდვად, ისჯება თუ არა საეკლესიო კანონით, და ასევე არის თუ არა შემთხვევები, რომ ადამიანები მოდის გამო გამხდარან სასულიერო პირები, - ამ საკითხებთან დაკავშირებით ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარმა მამა თეოდორემ ტელეკომპანია „იბერიას" ეთერში ისაუბრა.


„რა თქმა უნდა, ეს ცოდვაა, ზოგიერთ შემთხვევაში ისჯება კიდეც საეკლესიო სამართლით, მაგრამ მთლიანობაში ძალიან ცუდი ტონია. აქ სხვადასხვა უკიდურესობები არსებობს, ერთ შემთხვევაში, როცა მღვდელი ფულს ძალავს და მეორე უკიდურესობა - როცა მრევლი არ ზრუნავს მოძღვარსა და ტაძარზე. ანუ ეკლესია არსებობს შემოწირულობით, მაგრამ ამავე დროს მღვდელს არ აქვს მორალური უფლება, მოითხოვოს. ასეთი შემთხვევა მე არ  მქონია, ჩემი მოძღვარი იყო დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი, რომელიც გამოირჩეოდა უდიდესი პატიოსნებით. არის რა სკოლასაც გადიხარ, იმის მატარებელი ხარ, ჩემი ხედვაც ასეთია.

 

სასულიერო პირი რომ გახდე, ძალიან რთული გზა უნდა გაიარო და რაღაცეებზე უარი თქვა. მერე ხდება, რომ ვერ უძლებენ, თავიდან სასულიერო პირი ყველა გულანთებული მიდის მაგრამ მერე ხდება გააზრება, რომ შეიძლება, ეს არ იყოს შენი გზა", - განაცხადა მამა თეოდორემ.

 

 










 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner