ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, რომელიც ნახევარ საათს გრძელდებოდა, თელავის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში - ართანაში, ნაფარეულში, გულგულაში, ვარდისუბანსა და კურდღელაურში სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები და ვენახები დააზარალა.
მოსახლეობის განცხადებით, ზარალის შესახებ სრული მონაცემები დილით გახდება ცნობილი. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია დილიდან შეუდგება მუშაობას.