logo_geo
eng_logo
რამილია ალიევა: აზერბაიჯანული ჩემთვის მშობლიური ენაა, ქართული კი დედა ენა...
- +

14 აპრილი. 2016. 15:55


„გილოცავთ ქართული ენის დღეს! ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოს ნახევარ მილიონამდე მოქალაქემ იცოდეს სახელმწიფო ენა... მათ უნდათ ქართულის სწავლა, ჩვენ უნდა დავეხმაროთ", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი რამილია ალიევა წერს. როგორც ალიევა აღნიშნავს, აზერბაიჯანული მისთვის მშობლური ენაა, ქართული კი - დედა ენა.


„ძალიან მიჭირდა ქართულის სწავლა. აზერბაიჯანულ ენოვან სკოლაში ვსწავლობდი, სათანადო წიგნები არ იყო... მე კი შეყვარებული ვიყავი ქართულზე... ქართული ანბანი სილამაზეა. ამბობენ, რომ ძალიან ლამაზი კალიგრაფია მაქვს... მექნება აბა, იმდენ სიყვარულს ვურევდი ქართულის სწავლაში... ჯ და ჭ მეშლებოდა სულ სმილე ემოცია დედაჩემს ვურეკავდი: "დედა ამ სიტყვაში როგორ დავწერო ჯ ან ჭ? ბაფტით თუ ჭოხით" აზერბაიჯანული ჩემთვის მშობლიური ენაა, ქართული კი დედა ენაა...", - წერს რამილია ალიევა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner