logo_geo
eng_logo
თეთრმა სახლმა აბსურდული უწოდა განცხადებას, რომ აშშ-მა ჩრდილოეთ კორეას ომი გამოუცხადა
- +

26 სექტემბერი. 2017. 00:18


 

„აშშ-ს ჩრდილოეთ კორეისთვის ომი არ გამოუცხადებია, მსგავსი გამონათქვამები აბსურდულია", - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა ბრიფინგზე განაცხადა.

 

„ჩვენ არ გამოგვიცხადებია ჩრდილოეთ კორეისთვის ომი. სიმართლე გითხრათ, მსგავსი განცხადება აბსურდულია", - აღნიშნა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.


მისი თქმით, აშშ-ი ჩრდილოეთ კორეის მთავრობის შეცვლისკენ არ ისწრაფვის, არამედ კორეის ნახევარკუნძულის მშვიდობიან დენუკლეარიზაციისკენ მიმართავს ზომებს, რომელთა შორის ფხენიანზე მაქსიმალური ეკონომიკური და დიპლომატიური ზეწოლაა.













 

right_banner right_banner
არქივი
right_banner