„აშშ-ს ჩრდილოეთ კორეისთვის ომი არ გამოუცხადებია, მსგავსი გამონათქვამები აბსურდულია", - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ არ გამოგვიცხადებია ჩრდილოეთ კორეისთვის ომი. სიმართლე გითხრათ, მსგავსი განცხადება აბსურდულია", - აღნიშნა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.
მისი თქმით, აშშ-ი ჩრდილოეთ კორეის მთავრობის შეცვლისკენ არ ისწრაფვის, არამედ კორეის ნახევარკუნძულის მშვიდობიან დენუკლეარიზაციისკენ მიმართავს ზომებს, რომელთა შორის ფხენიანზე მაქსიმალური ეკონომიკური და დიპლომატიური ზეწოლაა.