„ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე კითხვაზე, მისი მერად არჩევის შემთხვევაში მოხდება თუ არა უწყებაში რადიკალური განახლება გადაწყვეტილებების მიმღებ ადამიანებს შორის, აცხადებს, რომ ამაზე საუბარი ნაადრევია. ამის შესახებ მერობის კანდიდატმა ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში ისაუბრა.
„მოდით ჯერ ნუ ვიჩქარებთ, ჯერ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, წინ გვაქვს არჩევნები, თუ ვიქნები მოსახლეობის არჩევანი მე, გავაცნობ იმ ადამიანებს, ვინც გააგრძელებს ჩემთან ერთად მუშაობას", - განაცხადა კალაძემ.